ბარმენი/ბარ-მენეჯერი
კაფე "ნატურალსი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის/ბარ-მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები
- სასმელების ხარისხისა და სტაბილურობის კონტროლი;
- სტუმრებთან კომუნიკაცია და ბარში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
- წინასწარ მომზადებული ინგრედიენტების, მარაგებისა და სამუშაო სივრცის წესრიგის კონტროლი;
- კოქტეილების მენიუს შემუშავებასა და განვითარებაში მონაწილეობა;
- ბარ-მენეჯერის პოზიციისთვის - ბარის მუშაობის ორგანიზება, შესყიდვების, ინვენტარიზაციის, თვითღირებულებისა და გუნდის მუშაობის კონტროლი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- კოქტეილ-ბარებში მუშაობის გამოცდილება;
- კლასიკური კოქტეილების რეცეპტებისა
- ინგრედიენტების, გემოების ბალანსისა და მიქსოლოგიის თანამედროვე მიდგომების ცოდნა;
- თანამედროვე კოქტეილის კულტურისა და ბარის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- სტუმრებთან კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სამუშაოს ახალ კოქტეილ-ბარში, სოლოლაკში, თბილისში;
- შესაძლებლობას, შეუერთდეთ გუნდს პროექტის გახსნის ეტაპიდან;
- კოქტეილების მენიუსა და ბარის კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას;
- სტაბილურ სამუშაოს და გამჭვირვალე პირობებს;
- ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი განიხილება ინდივიდუალურად, პოზიციისა და გამოცდილების შესაბამისად.
გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)