ოფისის მენეჯერი
"SENA AUTO Group" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
"SENA AUTO Group" არის საქართველოში მოქმედი საავტომობილო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილების გაყიდვის, ავტოსერვისისა და სხვა საავტომობილო სერვისების მიმართულებით ემსახურება.
კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები: JAC Motors, Chery, Honda, KGM, CMC - Mitsubishi, SENA, Skywell და Thinkcar.
ამ ეტაპზე ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ოფის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება "SENA AUTO Group"-ის გუნდს.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №226;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისის გახსნა/დახურვის უზრუნველყოფა და სამუშაო სივრცეში საერთო წესრიგზე ზრუნვა;
- თანამშრომელთა მოსვლისა და წასვლის აღრიცხვის კონტროლი (დასწრების ჟურნალზე ხელმოწერის მონიტორინგი);
- კომპანიის სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ ზარების გადამისამართება;
- შემოსული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამის დეპარტამენტებში გადამისამართება;
- საკანცელარიო ნივთების შეკვეთა, მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება;
- კურიერების/ტაქსების გამოძახება და კოორდინაცია კლიენტებთან პროდუქციის გაგზავნისა და სხვა საოფისე საჭიროებების მიზნით;
- საწყობიდან/ოფისიდან პროდუქციის გაცემა აუცილებლობისას/გადაუდებელ შემთხვევებში, შესაბამისი წესების დაცვით;
- ხელმძღვანელობის სხვა მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი.
რას გთავაზობთ?
- FitPass;
- მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემო;
- სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობა;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- შესაძლებლობა, პრაქტიკულად შეისწავლოთ სარეკლამო ინდუსტრიის სპეციფიკა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ოფის-მენეჯერი".
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: https://senaauto.ge/
კომპანია "სენა ავტო ჯგუფი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "სენა ავტო ჯგუფში" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "სენა ავტო ჯგუფის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.