8791 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NWZT4Q3H გამოქვეყნდა 2 ოქტ 12 ნახვა

დამსაქმებელი

დამსაქმებელი

იურისტის ასისტენტი/ თანაშემწე

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 3 ნოე

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ადამიანს იურისტის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც იქნება გუნდის წევრი და უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივ მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

  • იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
  • უფროსი იურისტის დახმარება;
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
  • კომპანიის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარმოება;
  • შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების შედგენა;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word; excel);
  • ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიაში საქმისაწარმოების გამოცდილება;
  • სასურველი ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (თავისუფალი კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი მიმოწერის წარმოება).

პიროვნული თვისებები:

  • დროის ეფექტური მართვის უნარი.
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
  • ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 19:00 ანაზღაურება: 1500 ლარიდან, შეთანხმებით კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამუშაო ადგილი: თბილისი/საბურთალო

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით და ასაკის მითითებით) ელ-ფოსტაზე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა