ტყავის ოსტატი
ტყავის ოსტატის ვაკანსია თბილისში
კოსმოს შესახებ
"Cosmo" 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს.
დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო, სადაც ახალგაზრდა ოსტატები დიდი მონდომებით და სიყვარულით ქმნიან კოსმოს პროდუქციას, ასევე უნიკალური "ღია სახელოსნოს" კონცეფცია - ეს არის შემოქმედების, ხელოვნების, ინოვაციისა და ადამიანებზე ზრუნვის გარშემო შექმნილი სივრცე. აქ შოურუმი და სახელოსნოს ცოცხალი რიტმი ერთიან ატმოსფეროს ქმნის - მომხმარებელი თვალს ადევნებს მთელ იმ გზას, რომელსაც მასალა საბოლოო სახის მიღებამდე გადის. ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს ვაშენებთ თითოეული გუნდის წევრი. სწორედ ამიტომ, ვეძებთ პოზიტიურ, მონდომებულ ადამიანებს, ხელსაქმის სიყვარულით და სასურველია, კერვის გამოცდილებით, ტყავის ოსტატის პოზიციაზე სამუშაოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ წარმოება არის ჩვენი ბრენდის საძირკველი.
სასურველია სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა
სამუშაო ადგილი - თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროდუქციის დამზადებისას ხელსაქმის ეტაპებში ჩართულობა (ჩახაზვა, შეღებვა, დამუშავება)
- გუნდის ლიდერისგან გაზიარებული პროცედურების დაცვა და დასწავლა
- ხელსაქმის ყველა ეტაპის ზედმიწევნით დასწავლა და ჩართულობა, გუნდთან ერთად
- საკერავ მანქანასთან მუშაობის შემთხვევაში პროდუქტის ეტაპების კოსმოში განსაზღვრული წესების მიხედვით მიყოლა და გეგმის და სტანდარტების მიხედვით მუშაობა
- სიახლეების მიღება და სწრაფი ადაპტაცია მათ მიმართ;
- უკუკავშირის მიღება-გაზიარება;
- სახელოსნოში სამუშაო და ორგანიზაციული წესების დაცვის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის დამზადების პროცესში დროის სწორი მენეჯმენტი და პროდუქტის ტექნიკურ განვითარებაზე ზრუნვა;
- სწორი კომუნიკაცია ერთმანეთთან, მათ შორის სხვა დეპარტამენტებთან და გუნდურობის უმაღლესი დონის შენარჩუნება;
- დამზადებული ტყავის ნაწარმის დეტალური შემოწმება, დეფექტების იდენტიფიცირება და გამოსწორების პროცესში მონაწილეობა, კომპანიის ხარისხის სტანდარტების დაცვა.
- სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, სამუშაო სივრცის და დანადგარების მოწესრიგება ინდივიდუალურად და გუნდთან ერთად;
- სამუშაო გარემოს უსაფრთხოების წესების დაცვა, ტექნიკური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, საწარმოო დანადგარებისა და ხელსაწყოების უსაფრთხო გამოყენება;
პიროვნული თვისებები:
- ენერგიული
- მიზანდასახული
- გაწონასწორებული
- პოზიტიური აზროვნების უნარი
- ტექნიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- შემოქმედებითობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი
- ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და სისტემას
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს
- ზრდად საბონუსე სისტემას
- იდეების მხარდაჭერას
გამოგვიგზავნე ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია: "ტყავის ოსტატი კოსმოში"
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05.10.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.