9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NY8C6Q0S გამოქვეყნდა 7 ოქტ 31 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

MKL Shipping გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000 / თვეში −42% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,728 ₾ · 20 განცხადება ბოლო ვადა: 8 ნოე

ამერიკული ავტო-იმპორტიორი კომპანია "MKL Shipping" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

"MKL Shipping" 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ავტომობილების იმპორტს აშშ-დან, ფლობს 4 საკუთარ ავტოსადგომს ამერიკის ოთხ შტატში პორტებთან; უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ სერვისს გლობალურ ბაზარზე. 80 000+ ავტომობილი, 25 000+ კონტეინერი და 80 000+ კმაყოფილი მომხმარებელი "MKL Shipping"-ის გამოცდილების დასტურად გვევლინება.

ქართული წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2023 წლიდან. 2025 წლიდან MKL-ის სერვისებს დაემატა სამხრეთ კორეიდან ტრანსპორტირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ლიდების დამუშავება და მონაცემთა ბაზების გენერირება;
  • აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან (ცივი ზარები და შეხვედრები);
  • გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება;
  • ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოსა და შედეგების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოიმპორტის სფეროში);
  • ავტომობილების მოდელების საბაზისო ცოდნა;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად);
  • პირადი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას როგორც საცალო, ასევე საბითუმო მომხმარებლის შემთხვევაში;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას 1000 ლარი ნეტ.;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის მუდმივ მხარდაჭერას (მათ შორის პერმანენტულ ტრენინგებს);
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ა. კაჭარავას ქ. #5

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე -ზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა