9,467 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NY90GRVT გამოქვეყნდა 14 სექ 5 ნახვა

Evolution

Evolution

ინგლისურენოვანი VIP თამაშის წამყვანი

Evolution გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
₾2400–3800 / თვეში ბოლო ვადა: 15 ოქტ

"Evolution Georgia" ეძებს კაზინოს სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს ინგლისურენოვანი VIP თამაშის წამყვანის პოზიციაზე შემოუერთდებიან.

მზად ხარ კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად? გამოიყენე თამაშების ცოდნა, თავდაჯერებულობა და ინდივიდუალურობა ჩვენს VIP გუნდში და დაგვეხმარე პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სათამაშო გამოცდილების შექმნაში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსების სისტემას. ხელფასის დიაპაზონი: 2 400-3 800 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
  • უფასო, სრულად აღჭურვილ სპორტდარბაზს, იოგისა და და ზუმბას გაკვეთილების ჩათვლით, და FitPass-ს;
  • სტუდენტებისთვის სტიპენდიის მიღების შესაძლებლობას.

სამუშაო მოვალეობები:

  • კაზინოს თამაშების წაყვანა ინგლისურ ენაზე, კამერის წინ, პირდაპირ ეთერში;
  • თამაშის პროცესის ზუსტად წარმართვა და მართვა, თამაშის წესებისა და კომპანიის პროცედურების დაცვით;
  • VIP მოთამაშეებისთვის მეგობრული, პოზიტიური და საინტერესო გარემოს შექმნა;
  • პროფესიონალიზმის, თამაშის წარდგენისა და მოთამაშეებთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

  • ონლაინ კაზინოში, ონლაინ კაზინოს პროვაიდერ კომპანიაში ან ფიზიკურ კაზინოში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ბლექჯეკის თამაშის ცოდნა სავალდებულოა;
  • რულეტის თამაშის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (A2 ან უფრო მაღალი);
  • ძლიერი საკომუნიკაციო უნარები და თავდაჯერებულობა კამერის წინ;
  • დეტალებისადმი ყურადღება და მოთამაშეებისთვის მაღალი ხარისხის სათამაშო გამოცდილების უზრუნველყოფის მზაობა;
  • ასაკი — 18 წელი ან მეტი.

როგორ შემოგვიერთდე:

გამოგზავნე განაცხადი სავალდებულო ვიდეოსთან ერთად. ვიდეოს გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

გამოგზავნე განაცხადი დღესვე და გახდი Evolution-ის VIP გუნდის წევრი!

ეწვიეთ ბმულს: https://jobs.smartrecruiters.com/Evolution/744000149003036-english-speaking-game-presenter-vip-team

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Evolution
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა