ვენტილაციის და გათბობა გაგრილების მემონტაჟე
კომპანია SEKKEI PARK იწვევს მემონტაჟეებს ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების მიმართულებით!
ჩვენს შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: 2000-2500 (ფიქსირებული + ბონუსი) სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00. შაბათ-კვირის გარდა. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები ვენტილაცია: • სამონტაჟო სამუშაოების შესრულება: ვენტილაციის დანადგარების (ჰაერსატარები, ვენტილატორები, დემპერები) მონტაჟი; • ჰაერსატარების აზომვა.
გათბობა-გაგრილება: • VRF და ფანკოილების სისტემების დამონტაჟება/მიერთება; • რკინისა და PPR მილებზე მუშაობა; • მაგისტრალების გაყვანა.
ძირითადი მოთხოვნები: - გამოცდილება ამ სფეროში მინ 2 წელი; - ტექნიკური ნახაზების კითხვა; - სასურველია მართვის მოწმობა; - საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - განვითარების შესაძლებლობა;
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.