7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P0M7CTA8 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

SPAR Georgia via hr.ge
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით. ,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითრებას საქართველოს მასშტაბით.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.

,,Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ: - შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს; - ყოველთვიურ ბონუსს; - ანაზღაურებას სტაჟირებას პერიოდში; - კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;

ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად; - სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა; - სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად; - პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)

ძირითადი მოთხოვნები: - გამოცდილება არ არის აუცილებელი (გამოცდილი მენტორები უზრუნველყოფენ კანდიდატისთვის პროცესების ადგილზე შესწავლას).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ვაკანსიის ბმული: https://spar.selfrecruit.ge/s/Z0SQ

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
SPAR Georgia
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა