7954 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P1G4K468 გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

მკერავი

ფარდის გალერეა გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ფარდის გალერეა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მკერავი

სამუშაო ადგილი: რუსთავი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ „ფარდის გალერეა“ არის ინტერიერის პროდუქციისა და მომსახურების სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფარდებს, კარნიზებს, ჟალუზებს, ჭაღებს, ასევე ფარდების შეკერვისა და მონტაჟის მომსახურებას. ჩვენი სამკერვალო მიმართულების გასაძლიერებლად ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ხარისხზე ორიენტირებულ მკერავს.

ძირითადი მოვალეობები - სხვადასხვა ტიპის ფარდებისა და ტექსტილის ნაწარმის შეკერვა; - ფარდების დამუშავება შესაბამისი დიზაინისა და ზომების მიხედვით; - ქსოვილის სწორად მომზადება, გაზომვა და დამუშავება; - სხვადასხვა ტიპის საკერავ მანქანასთან მუშაობა; - შეკვეთის ტექნიკური მოთხოვნების ზუსტად დაცვა; - შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; - შეკვეთების დადგენილ ვადებში შესრულება; - სამუშაო ადგილისა და საკერავი ინვენტარის მოწესრიგება; - გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მკერავად მუშაობის გამოცდილება; - ფარდების კერვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - საკერავ მანქანებთან მუშაობის კარგი ცოდნა; - ქსოვილებთან მუშაობის გამოცდილება; - ზომების ზუსტად აღებისა და შესაბამისი დამუშავების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულების უნარი.

როგორი კანდიდატი გვჭირდება? - ვეძებთ ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და მისთვის მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ხარისხი. - ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიზუსტე, პასუხისმგებლობა, სისუფთავე და დეტალებისადმი ყურადღება, რადგან თითოეული შეკვეთა მზადდება მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ და მუდმივ სამუშაოს; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - კეთილმოწყობილ სამკერვალო სივრცეს; - სტაბილურ ანაზღაურებას; - გამოცდილებისა და შესრულებული სამუშაოს შესაბამისად ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას; - მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: და სათაურის ველში აუცილებლურად მიუთითოთ — „მკერავი“.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი: · ელფოსტა:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფარდის გალერეა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა