წარმოების თანამშრომელი / კერამიკის გაფორმება
“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის - კერამიკის გაფორმება (დასტიკერება) პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: სამუშაო მოიცავს მზა დეკალების დატანას კერამიკულ ნაკეთობებზე წინასწარ დამტკიცებული ვიზუალებისა და მეთოდის მიხედვით. პოზიცია არ მოიცავს ხელით მოხატვას ან დიზაინის შექმნას — ეს ტექნიკური, წარმოებითი პროცესია.
სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1200-1700 ლარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00) სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140
ჩვენ გთავაზობთ: - მოწესრიგებულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
მოთხოვნები: - სასურველია წარმოებაში ან ხელსაქმის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - მონოტონურ სამუშაოზე კონცენტრირების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები: - დეკალების/სტიკერების გამოჭრა; - კერამიკული ნაკეთობების გაფორმება (დასტიკერება); - ხარისხის კონტროლი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე ან შეავსეთ ფორმა ვაკანსია-საწარმოს თანამშრომელი – Fill out form გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ “კერამიკოსი”
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.