ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების მონიტორინგის მიმართულებით
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების მონიტორინგის მიმართულებით (კორპორაციული რისკების დეპარტამენტში).
მდებარეობა: მცხეთა / თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი) სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ: - გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
სტაჟირების მანძილზე, სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება გამოცდილება მიიღოს შემდეგი მიმართულებით: - მოძრავი ქონების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა; - აქტივების ადგილზე დათვალიერება, ვიზუალური დოკუმენტირება (ფოტო/ვიდეო მასალა) და მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა; - მონაცემთა ბაზებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და ადმინისტრირება; - მოძრავი ქონების ბაზრის კვლევასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება; - რეპორტების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; - სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა; - სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე; - Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8pcGTSFb
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.