10 028 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

P5NTVWQB გამოქვეყნდა 21 ოქტ 10 ნახვა

დაცვის თანამშრომელი

ჰოტელს მენეჯმენტ გრუპი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე

"Hotels Management Group (HMG) - Crystal Hotel & Spa Bakuriani" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროს კომპლექსის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი და მონიტორინგი;
  • სასტუმროს ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და დადგენილი წესრიგის დაცვაზე დაკვირვება;
  • სათვალთვალო კამერების მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დროული გამოვლენა;
  • სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
  • უსაფრთხოების შესაძლო რისკების, ინციდენტებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკვირვებულობა;
  • ყურადღების კონცენტრირებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოულოდნელ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სასტუმრო უზრუნველყოფს:

  • საცხოვრებელს;
  • კვებას;
  • თანამშრომლების ტრანსპორტირებას სასტუმრომდე და უკან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე.

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "დაცვის თანამშრომელი".

გმადლობთ ჩვენი სასტუმროთი დაინტერესებისთვის.

"Hotels Management Group (HMG) - Crystal Hotel & Spa Bakuriani"

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ "ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა