← ყველა ვაკანსია

P6FN8KY9 გამოქვეყნდა 18 ნოე 26 ნახვა

ბავშვთა სივრცის მზრუნველი-ანიმატორი

Askaneli Falestra გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾1000 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 18 დეკ

კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა სივრცის მზრუნველი-ანიმატორის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

რესტორნის ტერიტორიაზე გვაქვს ულამაზეს საბავშვო სივრცე — თბილი, უსაფრთხო და სიყვარულით შექმნილ გარემო, სადაც ბავშვები თამაშობენ, ხატავენ, ერთობიან და სასიამოვნოდ ატარებენ დროს, სანამ მათი მშობლები რესტორანში სადილობენ ან ღვინის დეგუსტაციით ტკბებიან. ამ განსაკუთრებული სივრცისთვის ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და ბავშვების მოყვარულ ანიმატორს, რომელიც თავისი პოზიტიური ენერგიით, კრეატიულობითა და მზრუნველობით თითოეული პატარა სტუმრისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას შექმნის. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ; სამუშაო გრაფიკი: 2/4ზე, (2 დღე სამუშაო, 4 დღე დასვენება, 12:00 სთ-დან 22:30 სთ-მდე); ანაზღაურება: 1000 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ბავშვების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა მათი საბავშვო სივრცეში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • ყოველდღიური თემატური სესიების წარმართვა (ხატვა, ზღაპრები, როლური თამაში, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები) წინასწარ განსაზღვრული განრიგით;
  • თავისუფალი თამაშის პროცესის ზედამხედველობა და ბავშვებთან თბილი, ყურადღებიანი და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება;
  • საბავშვო სივრცის, სათამაშოებისა და ინვენტარის სისუფთავის, მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი;
  • მშობლებთან ეფექტური და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია — ბავშვის მიღება/გაცილების პროცესის ორგანიზება;
  • ყოველკვირეული თემატური აქტივობებისათვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის წინასწარ მომზადება (ხატვის ინვენტარი, აქტივობის დეტალები...);
  • გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე სწრაფი და მშვიდი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან ბავშვებთან მუშაობის ინტერესი (პედაგოგიკის ან ადრეული განათლების მიმართულებით საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, პოზიტიური და ენერგიული ხასიათი;
  • მზაობა ფიზიკურად აქტიური სამუშაოსთვის (ბავშვებთან მუშაობა მოიცავ იატაკზე თამაშს, აქტიურ გადაადგილებასა და მათთან მუდმივ ჩართულობას);
  • პირველადი დახმარების სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად ან მზადყოფნა აღნიშნული ტრენინგის გასავლელად, კომპანიის მხარდაჭერით;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო, მეგობრულ და ესთეტიკურ სამუშაო გარემოს;
  • კვება;
  • Fitpass;
  • საწყისი ტრენინგი და ადაპტაციის პერიოდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე . სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა