მთავარი ბუღალტერი
სამშენებლო კომპანია შპს „გიკო“ აცხადებს ვაკანსიას: მთავარი ბუღალტერი სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბაშვილის ქუჩა (მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-დან 18:00 საათამდე)
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; - საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) დროული დეკლარირება; - სამშენებლო პროექტების მიმდინარე ხარჯების კონტროლი; - სალაროსა და საბანკო ტრანზაქციების მართვა და კონტროლი; - ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; - სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; - ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად); - საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა; - საბუღალტრო პროგრამების და MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ფლობა; - ACCA-ს სერტიფიკატის ფლობა (სრულად ან ნაწილობრივ) ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; - დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად (კანდიდატთან შეთანხმებით). განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე გთხოვთ, წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – "მთავარი ბუღალტერი". დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.