8601 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P7W1JKEX გამოქვეყნდა 25 აგვ 21 ნახვა

სამი ძმა

სამი ძმა

მოლარე-კონსულტანტი

სამი ძმა გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾1050 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: კედიას ქ. 3;

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;

** ანაზღაურება: მზარდი, საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (3 თვის შემდეგ 1200)

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** ანაზღაურებადი სტაჟირება;

** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.

რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო პროგრამაში მუშაობა;

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;

** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.

რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

** მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი;

როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:

რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

** რეზიუმეების გადარჩევა;

** გასაუბრება ოფისში;

** ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი".

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამი ძმა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის