8636 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P8T6GXJ8 გამოქვეყნდა 1 ოქტ 16 ნახვა

HH Recruitment

HH Recruitment

პროდუქტის მენეჯერი / სათადარიგო ნაწილები

HH Recruitment გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 ოქტ

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე (სათადარიგო ნაწილების მიმართულებით), თბილისში, ერთ-ერთი ავტონაწილების მაღაზიათა ქსელისთვის.

ძირითადი მოვალეობები: ბრენდისა და ასორტიმენტის მართვა: - მომწოდებლების/ბრენდების პორტფელის ფორმირება და განვითარება - ასორტიმენტის მართვა — ახალი პოზიციების შემოტანა, არაეფექტური პოზიციების გამორიცხვა - ბრენდის პოზიციონირებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება

კომერციული პირობები: - მომწოდებლებთან მოლაპარაკებები: შესყიდვის ფასები, ბონუსები/რებეითები, წლიური კონტრაქტები, მარკეტინგული ბიუჯეტი - საფასო პოლიტიკის განსაზღვრა ყველა არხისთვის (საბითუმო, საცალო, ონლაინ) - ბრენდის მომგებიანობის (მარჟის) კონტროლი

დაგეგმვა და მარაგები: - გაყიდვების პროგნოზირება და შესყიდვების დაგეგმვა - ნაშთების კონტროლი — ბრუნვადობა, დეფიციტისა და ზედმეტი მარაგის მართვა - შეკვეთების ფორმირება, იმპორტის პროცესში ლოგისტიკის მიმართულებასთან კოორდინაცია (ვადები, დოკუმენტაცია) - საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი შესყიდვებით დეფიციტის დაფარვა

ანალიტიკა: - ბაზრის, კატეგორიის, პროდუქტისა და კონკურენტების შესწავლა/ანალიზი - გაყიდვების ანალიტიკა და ბრენდის KPI-ების მონიტორინგი (ბრუნვა, მარჟა, ბრუნვადობა, ბაზრის წილი) - პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობისა და მომწოდებლისთვის

მარკეტინგი და გაყიდვების მხარდაჭერა: - ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (აქციები, პრომო, POS მასალები, ონლაინ კონტენტი) მარკეტინგის მენეჯერთან ერთად - გაყიდვების გუნდისა და საცალო ქსელის ფრონტ-პერსონალის ტრენინგები პროდუქტზე - კატალოგებისა და ტექნიკური/პროდუქტული ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა - საგარანტიო და სარეკლამაციო საკითხებში ჩართულობა მომწოდებელთან

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - 2-წლამდე მუშაობის გამოცდილება პროდუქტის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საავტომობილო სფეროში (აუცილებელია სათადარიგო ნაწილებზე მუშაობის გამოცდილება) - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა - MS ოფისთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
HH Recruitment
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა