9910 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PA0ZRN0Z გამოქვეყნდა 21 ოქტ 10 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი / მედია კონსულტანტი

პალიტრა ჰოლდინგი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ნოე

“პალიტრა ჰოლდინგი“-ს წევრი სარეკლამო კომპანია „ედლაინი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (მედია კონსულტანტი) პოზიციაზე.

ვეძებთ როგორც Senior, ისე დამწყებ სპეციალისტებს. პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ედლაინი ბაზარზე ოპერირებს სარეკლამო მიმართულებით და კლიენტებს პალიტრა მედიის სარეკლამო პროდუქტებს სთავაზობს. ეს მიმართულებებია: სატელევიზიო რეკლამა, რადიოს რეკლამა, ციფრულ და ბეჭდურ მედიაში არსებული რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი და ივენთების ორგანიზება. პოზიცია მოიცავს B2B გაყიდვებს, ახალი კლიენტების მოძიებასა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე - http://adline.ge/?lang=ka-GE

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - დამკვეთების მოძიება; - შესაბამისი პროდუქტების შეთავაზების მომზადება; - დამკვეთის მომსახურება; - გაყიდვების სოფტში აღრიცხვიანობა; - შესრულებული სამუშაოს მონაცემების მიწოდება მენეჯერისთვის; - რეპორტების მომზადება დამკვეთისთვის; - უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - აუცილებელია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; - სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები: - კომუნიკაბელური; - გუნდური; - ორგანიზებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ; ადგილმდებარეობა: საბურთალო, თინა იოსებიძის ქ.#49. ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სქემა, ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და უნარების შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა