პრისელერ-მერჩენდაიზერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერ-მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვით;
- ყოველდღიურად თაროზე/მაცივარში პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით გაზიარება. ფოტოს გადაღება დალაგების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
- სავაჭრო ობიექტზე ახალი მაცივრის აწყობა და პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
- სავაჭრო ობიექტებზე არსებული მაცივრების კოდების და მეწარმის შესაბამისობის გადამოწმება;
- ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელობისთვის დროული მიწოდება;
- წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით სავაჭრო ობიექტებთან ვიზიტი და შეკვეთის ფორმირება;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
- დადგენილი ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ქსელში დატოვებული ვალების მუდმივი მონიტორინგი;
- სავაჭრო ობიექტებთან ნავაჭრი თანხის აღებისთვის სალარო აპარატის სწორად გამოყენების წესების დაცვა;
- ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე დროული განთავსება და რეპორტინგი;
- ინფორმაცია ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის საჭიროების შესახებ;
- სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება;
- სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის;
- ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
- დაკისრებული მოვალეობების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
- შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მართვის მოწმობა - B მექანიკა
ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პრესელ-მერჩენდაიზერი)
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.