პროფესიონალური / ავტომატური ყავის აპარატების ტექნიკოსი
BB Company აცხადებს ვაკანსიებს პროფესიონალური და ავტომატური ყავის აპარატების ტექნიკოსების პოზიციებზე.
ძირითადი მოვალეობები: - ყავის აპარატების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება; - აპარატების დიაგნოსტიკა და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა; - პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება; - აპარატების მონტაჟი და გამართვა.
სასურველი მოთხოვნები: - ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება; - ელექტრო და მექანიკურ სისტემებთან მუშაობის ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - სასურველია ყავის აპარატებთან ან მსგავს ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება. - სავალდებულოა ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@bb-company.com