ვაიზერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე (დასავლეთ საქართველოში).
ფუნქცია/მოვალეობები: - გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი; - გუნდის მუშაობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა; - გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი; - პრისეილერების კონტროლი და დახმარება საჭირო სიტუაციებში; - სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება; - პროდუქციის სახეობების დამახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა; - ახალი პროდუქციის მაღაზიებში წარდგენა; - კომპანიაში არსებული პროდუქციის სწორ ადგილზე განლაგება მერჩენდაიზერთან კონტაქტით და მაღაზიასთან მოლაპარაკებით; - დებიტორული დავალიანების კონტროლი; - უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება პოზიციის ფარგლებში.
სამუშაო პირობები: - ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი; - განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; - ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კომუნიკაბელურობა და გუნდურობა; - ახალი ობიექტების ათვისების უნარი; - პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; - მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; - Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9WOZizwb
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.