უსაფრთხოების ადმინისტრატორი - რუსთავი
სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე რუსთავში.
დასაქმების შემთხვევაში გექნება შესაძლებლობა: - ჩაერთო ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების მონიტორინგსა და სისტემების პერიოდულ ტესტირებაში;
- თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით გაატარო შესაბამისი ღონისძიებები;
- ჩაერთო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირების პროცესში;
- ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის წარმართო დროული იდენტიფიცირების, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირებისა და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებების პროცესი;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება. სამუშაო გამოცდილება:სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაცვის სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით. ცოდნა და უნარები: - სასურველია სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ: - სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 7 ოქტომბერი, 2026.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.