შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
კომპანიის შესახებ:
AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი - რეგიონები
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
** სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის ან მისაღებ დონემდე შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
** შრომის უსაფრთხოების შიდა წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი დანერგვის მონიტორინგი.
** ობიექტებზე რეგულარული ინსპექტირებების განხორციელება, გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება, მიზეზების კვლევა და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა/კონტროლი.
** თანამშრომლებისა და პროექტებში ჩართული სხვა პირების მიერ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი.
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგების, ინსტრუქტაჟებისა და პრაქტიკული სწავლებების ორგანიზება და ჩატარება.
** მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე თანამშრომელთა დაშვების კონტროლი შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ.
** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების საჭიროების განსაზღვრა და მათი გამოყენების კონტროლი.
** მძიმე, მავნე და საშიში პირობების შემცველი სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
** სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების, შესაბამისი ინვენტარისა და აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი.
** პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებისა და შესაბამისი აღჭურვილობის არსებობისა და ვარგისიანობის კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთა წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა.
** სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვა, მოკვლევა, მიზეზების დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღრიცხვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან საჭირო კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის უზრუნველყოფა.
** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რისკებისა და საჭირო ღონისძიებების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.
** შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის, კონტროლისა და მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ან შესაბამისი მიმართულებით.
** შრომის უსაფრთხოების შესაბამისი მოქმედი სერტიფიკატი - სავალდებულოა.
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
** სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა.
** რისკების შეფასებისა და უსაფრთხოების კონტროლის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 04/10/2026.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.