ავტომრეცხავი
"პადელის კლუბი დინამო თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ავტომრეცხავის პოზიციაზე. ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ და ენერგიულ კანდიდატებს ჩვენს გუნდში, რომლებიც მზად არიან მაღალი სტანდარტით მოემსახურონ კლუბის სტუმრებს.
ძირითადი მოვალეობები
- ავტომობილების მაღალი ხარისხით გარეცხვა (შიდა და გარე ზედაპირების დამუშავება).
- ქიმწმენდისა და პოლირების სამუშაოების შესრულება (კვალიფიკაციის შესაბამისად).
- სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
- სტუმრებისთვის მეგობრული და პროფესიონალური სერვისის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- ავტომობილების დეტალური და ხარისხიანი რეცხვის სპეციფიკის სრულყოფილი ცოდნა.
- დისციპლინა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
- გუნდში მუშაობის და ორგანიზებულობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად და პრესტიჟულ სპორტულ კლუბში.
- მაღალ ანაზღაურებას: გამომუშავებით (ნავაჭრის 30%).
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
როგორ უნდა მიმართოთ ვაკანსიას?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე.