8154 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PCDNZHDZ გამოქვეყნდა 25 აგვ 8 ნახვა

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი გარე განცხადება
ბათუმი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

უნივერსიტეტი შპს "ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

** აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება (როგორც გეგმური ისე არაგეგმური).

** აკადემიური კონკურსის დაგეგმვა და ორგანიზება კანონმდებლობის შესაბამისი ვადებისა და მოთხოვნების მიხედვით.

** მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის კონკურსების დაგეგმვა და ორგანიზება.

** პერსონალის სამუშაო აღწერილობების პერიოდული გადახედვა და ახალი კადრების სამუშაო აღწერილობის განახლება.

** პერსონალის პირადი საქმეების წარმოება და პერიოდული მონიტორინგი.

** ახალ პერსონალთან ხელშეკრულების გაფორმება და პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების განახლების უზრუნველყოფა.

** აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მომზადება.

** ადმინისტრაციული პერსონალის შეფასებების გამოკითხვის ფორმის შემუშავებასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;

** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება;

** სხვა ფუნქციების განხორციელება, რომელიც სამსახურის საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, ექცევა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება;

** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური ენის ცოდნა: არანაკლებ B2 დონე;

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: სრული

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი)

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2026 წლის 20 სექტემბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის