ბარისტა-კონსულტანტი
"sisauri grinders" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, ღიმილიანი და პასუხისმგებლიანი? შემოუერთდი სისაურის გუნდს და გახდი ჩვენი ყოველდღიური ყავის ისტორიის ნაწილი! ჩვენ ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ ყავას, არამედ სასიამოვნო გამოცდილებასაც შეუქმნის.
რას გააკეთებ? - იმუშავებ პოზიტიურ და ენერგიულ გუნდთან ერთად; - მოამზადებ სასმელებს ჩვენი სტანდარტების შესაბამისად; - მოემსახურები მომხმარებლებს მეგობრულად და პროფესიონალურად; - დაეხმარები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში;
ვის ვეძებთ? - პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს; - პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს; - გუნდური მუშაობის მოყვარულს; - ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და ახალი უნარების შეძენა. - გამოცდილება არ არის აუცილებელი – ჩვენ გასწავლით ყველაფერს!
ეძებ პირველ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობას? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ენერგია, ღიმილი და სურვილი განვითარების.
რას გთავაზობთ? - ანაზღაურებადი სტაჟირება – 650 ლარი; - ბარისტა-კონსულტანტის ანაზღაურება – 900 ლარი; - მოქნილი სამუშაო გრაფიკი; - პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა; - FitPass-ის პროგრამა; - სამუშაო დღის განმავლობაში უფასო სასმელი შერჩეული ასორტიმენტიდან; - გუნდური, გასართობი და განმავითარებელი აქტივობები; - მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.