9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PDHYFVDN გამოქვეყნდა 29 ოქტ 19 ნახვა

IT პროექტების მენეჯერი

კრისტალბეთი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ნოე

"კრისტალბეთი" მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ჰოლდინგური კომპანიის Entain-ის ბრენდია და აზარტული თამაშების ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.

"კრისტალბეთი" მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების და გლობალური გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. აერთიანებს ინოვაციას, ტექნოლოგიასა და მომხმარებლებზე ორიენტირებულ მიდგომას, მომსახურების უმაღლესი სტანდარტის და პასუხისმგებლობიანი თამაშის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.

კომპანია თანამშრომლებისთვის ქმნის გარემოს, სადაც იდეები და ხედვები რეალობად იქცევა, სადაც ერთობლივი წარმატება საერთო მიზანია!

თანამშრომლებისთვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს.

https://www.crystalbet.com/

#AlwaysNumberOne

"კრისტალბეთი" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული; სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (10:00-19:00).

მოვალეობები:

  • პროექტის მიღება, გაცნობა, მოთხოვნების ანალიზი და დაგეგმვა;
  • პროექტის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
  • პროექტის მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და შედეგების მონიტორინგი და კონტროლი;
  • პროექტთან დაკავშირებული ამოცანების ორგანიზება და შესრულების პროცესის კოორდინაცია.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ამოცანების (Tasks) მართვის ელექტრონულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად, Jira, Azure DevOps);
  • მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე ან შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე არა უგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "მარსის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "მარსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "მარსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "მარსი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

პრინტერის ოპერატორი

Pro
Blink studio თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება მიმართე აქ
₾1700–1800 +27% ჩვეულებრივთან შედარებით 6 ოქტ

საიტის სანდოობის ინჟინერი ტექნიკის ინფრასტრუქტურაში

ახალი
Nebius დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა კომპანიის საიტი
29 ოქტ

უფროსი პროდუქტის მენეჯერი, პანელი (დისტანციური, ევროკავშირი/დიდი ბრიტანეთი)

ახალი
Maze დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა, დიდი ბრიტანეთი კომპანიის საიტი
29 ოქტ

საჯარო სექტორის პარტნიორობის წამყვანი - საფრანგეთი

ახალი
Elevenlabs დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა კომპანიის საიტი
29 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა