ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილების Product Owner
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
PayBox აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილების Product Owner-ის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია, კომპანიის ელექტრონული პროდუქტების მართვისა და მხარდაჭერის მენეჯმენტი.
სამუშაო ადგილი: - ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15;
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი;
რას გააკეთებ: - უზრუნველყოფ კომპანიის ელექტრონული პროდუქტების (PayBox-ების პროგრამული უზრუნველყოფა) მხარდაჭერასა და მართვას; - უზრუნველყოფ კომპანიის ელექტრონული პროდუქტებისა და არსებული ბაზრის მუდმივი მონიტორინგს; - უზრუნველყოფ ელექტრონული პროდუქტების გამართულად მუშაობას; - ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურთან და სხვა შესაბამის რგოლებთან მუდივი ურთიერთობაში პროდუქტების სრულყოფილი მუშაობის უზრუნველსაყოფად; - მუდმივად ჩაერთვები ელექტრონული პროდუქტების განვითარებაში; - მართავ ელექტრონულ პროდუქტებთან დაკავშირებულ პროექტებს; - აწარმოებ პროდუქტებთან დაკავშირებული რეპორტინგს და უზრუნველყოფ მონაცემების მუდმიმვ ანალიზს;
მნიშვნელოვანია / სასურველია გქონდეს: - უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან აიტის მიმართულებით; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - აიტი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები: - ორგანიზებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - მართვის უნარი; - მოტივირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ: - ანაზღაურება - 1200ლარი; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - Fitpass; - სხვადასხვა შიდა აქტივობები: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/by75FXNc
თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, ხარ სიახლეების მიმართ მოქნილი, გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.