წარმოების ცვლის უფროსი
ერთი-ერთი წამყვანი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტი სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ძირითადი მოვალეობები
- საწარმოო პროცესის მართვა და კონტროლი ცვლის განმავლობაში;
- საწარმოო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- საწარმოო ხაზებისა და დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი;
- ცვლის თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
- პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- სანიტარიული ნორმებისა და საწარმოო ჰიგიენის წესების შესრულების უზრუნველყოფა;
- საწარმოო პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე დროული რეაგირება;
- წარმოებული პროდუქციისა და ცვლის ანგარიშგების წარმოება;
- სხვა ცვლებთან ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- თანამშრომლების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- პრობლემების სწრაფად შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაოს განვითარებად საწარმოო კომპანიაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე.