9,074 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PGAX0GMF გამოქვეყნდა 24 სექ 8 ნახვა

Metalex House

Metalex House

გაყიდვების მენეჯერი

Metalex House გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

მოკლედ ჩვენი კომპანიის შესახებ:

Metalex House - მეტალექს ჰაუსი ახორციელებს მეტალის კონსტრუქციის სახლების მშენებლობას. მეტალის კონსტრუქცია გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ გამძლე, თანამედროვე და ფუნქციური სახლი, რომელიც მორგებულია კონკრეტულ სივრცესა და დამკვეთის სურვილებზე, თითოეული სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ინდივიდუალური პროექტების მიხედვით.

Metalex House - მეტალექს ჰაუსი, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 10:00-დან 18:00-მდე, შაბათი - კვირა დასვენება. ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გურამიშვილის 39

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება;
  • მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პრეზენტირება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა CRM სისტემაში;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური, რუსული და თურქული ენების ცოდნა;
  • თურქული ენის ცოდნა არის პრიორიტეტული.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერის" პოზიციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Metalex House
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა