გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PH4K9R6K გამოქვეყნდა 12 ნოე 10 ნახვა

ავტოგანვადების მენეჯერი

თიბისი

თიბისი

თიბისი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

სს "თიბისი“აცხადებს ვაკანსიას: ავტოგანვადების მენეჯერი-ბათუმი

ადგილმდებარეობა: ბათუმი მოქმედების ვადა: 11/11/2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული გრაფიკი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა შენ, როგორც ავტო განვადების მენეჯერი :

  • მოიზიდავ ახალ კლიენტებს;
  • შეასრულებ დადგენილ გეგმებს და მიაღწევ დასახულ მიზნებს
  • დაამუშვებ განაცხადს პოტენციურ მსესხებლებზე;
  • უზრუნველყოფ სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვას.

ჩვენ გთავაზობთ

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად;
  • მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;
  • დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით.

ადგილი, სადაც იმუშავებ

  • თიბისის პარტნიორ ობიექტებში.

თუ ფიქრობ რომ უნდა გამოსცადო თავი საბანკო სექტორში, შეისწავლო შენთვის ახალი სფერო და განვითარდე, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CykLm

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა