მარკეტინგის სპეციალისტი
"IT Connect" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიისა და თვიური კონტენტ-გეგმის შემუშავება და მართვა;
- LinkedIn, Facebook და Instagram გვერდების მართვა და კონტენტის შექმნა;
- დასრულებული პროექტების საფუძველზე Case Study-ების მომზადება ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით;
- ელფოსტის კამპანიებისა და ნიუსლეთერის დაგეგმვა და მართვა;
- Meta-სა და LinkedIn-ზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ბიუჯეტის კონტროლი;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციების, კომერციული შეთავაზებებისა და ბროშურების მომზადებაში;
- ფრილანსერებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობა და მათი კოორდინაცია;
- ღონისძიებებსა და გამოფენებში კომპანიის მონაწილეობის ორგანიზება და საკუთარი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ბრენდის სტანდარტების დაცვა ყველა მარკეტინგულ მასალაში;
- მარკეტინგული აქტივობების შედეგების ყოველთვიური ანალიზი და KPI-ების მიხედვით ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Canva-ს, Figma-ს ან Adobe-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტის ცოდნა;
- მარტივი ვიდეომონტაჟის გამოცდილება (მაგ. CapCut);
- AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Claude და სხვ.) აქტიური გამოყენება სამუშაო პროცესში;
- კრეატიული აზროვნება, ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
- ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.