9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PJ2NE401 გამოქვეყნდა 13 ოქტ 50 ნახვა

კომპანია ბანა

კომპანია ბანა

გაყიდვების მენეჯერი

კომპანია ბანა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2300–3000 / თვეში +13% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 10 ნოე

კომპანია „ბანა“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი

კომპანია „ბანა“ არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგებისა და კლინიკების ყველა საჭიროება.

სამუშაო აღწერილობა: - სტომატოლოგიურ კლინიკებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად და ვიზიტების ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტრატეგიის მიხედვით. - პოტენციურ კლიენტებთან (ექიმებთან, კლინიკის ხელმძღვანელებთან) შეხვედრების დაგეგმვა და პროდუქტის პრეზენტაციების ორგანიზება. - კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მათი სწორი კომუნიკაცია კლიენტებთან. - ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში რეპორტინგი სისტემაში. - ახალი პარტნიორების მოზიდვა და მათთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება. - არსებულ პარტნიორებთან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება. - კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI-ებისა და გაყიდვების გეგმის შესრულება. - ბაზრის კვლევა და ახალი პროდუქტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. - ინგლისური ენის ცოდნა - საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, Word, PowerPoint). - საკუთარი ავტომობილის ფლობა — აუცილებელი მოთხოვნაა. კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯს.

პიროვნული მახასიათებლები: - კომუნიკაბელური - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. - დროის ეფექტურად მართვის უნარი. - პუნქტუალური და მოწესრიგებული. - შედეგებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი–პარასკევი საშუალო შემოსავალი: 2,300–3,000 ლარი (ზედა ზღვარი არ არსებობს)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

შემოუერთდი „ბანას“ გუნდს და განავითარე შენი კარიერა სტომატოლოგიური დისტრიბუციის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა