მუშა
სს "პანექსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია "პანექსი" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები: - მცირე ტიპის სამეურნეო - ტექნიკური სამუშაოების შესრულება (მაგ.კარის, ფანჯრის საკეტის შეკეთება, ნათურის შეცვლა, მცირე ინვენტარის მონტაჟი, შეკეთება, შეღებვა); - კომპანიის ყოველკვირეული გეგმიური შემოვლა და პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა; - სამეურნეო ტექნიკური საკითხების შესრულება, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსწორება; - საწარმოს ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა; - კომპეტენციის ფარგლებში,ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების მიღება და მათი შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სამეურნეო და ტექნიკური ინფრასტრუქტურის ცოდნა;
პიროვნული თვისებები: - გუნდური მუშაობის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - სანდოობა და ორგანიზებულობა; - სწრაფი რეაგირების უნარი და მოქნილობა
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები).
დამატებითი ინფორმაცია: - კორპ.დაზღვევა - სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ორშ-პარ - სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, წითელი ხიდის მე-17 კილომეტრი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მუშა.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/LaBgGpPd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.