9834 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PJXYS6R0 გამოქვეყნდა 9 ოქტ 33 ნახვა

განათების გაყიდვების კონსულტანტი

ახალი ნათება გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1300–1700 / თვეში +20% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,251 ₾ · 207 განცხადება ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.newlight.ge

კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.ბათუმში.

მისამართი: ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. # 21 ანაზღაურება: 1300-1700 ლარი (ძირითადი ხელფასისა და ბონუსის გათვალისწინებით) (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით). სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. სამუშო საათები: დღეში 8 საათი, 10:00-19:00 სთ შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.

დამატებით გთავაზობთ:

  • კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს
  • ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა;
  • იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
  • კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
  • პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული
  • სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 9 ნოემბრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:, "გაყიდვების კონსულტანტი ბათუმი".

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა