სპა ადმინისტრატორი
Natali Group-ის ახალი პრემიუმ სპა პროექტისთვის, VR NATALI SPA, ვეძებთ პროფესიონალ, კომუნიკაბელურ და სტუმარზე ორიენტირებულ Spa Administrator-ს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრის მაღალი დონის გამოცდილებას ვიზიტის პირველივე ეტაპიდან.
ძირითადი პასუხისმგებლობები - სტუმრების პროფესიონალური მიღება და მომსახურება; - ზარების, შეტყობინებებისა და ჯავშნების მართვა; - თერაპევტებისა და სპეციალისტების სამუშაო გრაფიკების კოორდინაცია; - სტუმრის ვიზიტის სრული პროცესის ორგანიზება; - სპა მომსახურებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - სტუმრის საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებისა და პროდუქციის შეთავაზება; - გადახდების მიღება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა; - სტუმრის უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის კონტროლი; - სპას საერთო სტანდარტის, მოწესრიგებულობისა და სტუმრის გამოცდილების დაცვა.
მოთხოვნები - მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სპა, სასტუმრო ან პრემიუმ მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - გამართული მეტყველება და მაღალი კომუნიკაციის კულტურა; - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
სამუშაო ადგილი: VR NATALI SPA, VR Resort Krtsanisi, MRF3+2W2, 7 Grigol Volski St, Tbilisi 0114. კონტრაქტი: შეთანხმებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.