გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PN69NTME გამოქვეყნდა 13 ნოე 14 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

პიელ ნატურალსი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება გაყიდვების კონსულტანტი თბილისი ცენტრალის ფილიალისთვის.

თუ ხშირად იღიმი, ე.ი. ჩვენიანი ხარ!

ღიმილი თუ იცი, დანარჩენს ჩვენ გასწავლით.

"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-10 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.

კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;

ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.

"პიელი" აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.

ჩვენი სლოგანია: "პიელი", ერთი წასმით შეყვარება!

სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 დღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ლოკაცია: თბილისი, "თბილისი ცენტრალი" (სადგურის მოედანი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლების თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება;
  • ფილიალში პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა;
  • სალაროს მართვა;
  • არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

საჭირო უნარ-ჩვევები

  • ინგლისურის ცოდნა;
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენთვის კონსულტანტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კადრია მთელს კომპანიაში, რომელზეც დგას სრულიად კომპანია.

ჩვენთან თანამშრომლობის ბენეფიტები: მეგობრული, თბილი გარემო, პატივისცემით და სწორი დამოკიდებულებით გამსჭვალული უფროსები, უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც მუდმივად მოდის და გახალისებს და გაბედნიერებს სტენდზე.განსაკუთრებული ფასდაკლება "პიელ ნატურალსის" პროდუქტებზე შენ და შენს ახლობლებს, (აღარასდროს აღარ დარდობ ვის რა აჩუქო დაბადების დღეზე). წამახალისებელი საჩუქრები და გათამაშებები კომპანიის მხირდან. უფასო პროფესიული განმავითარებელი ტრენინგები.

გახდით მეგობრული გუნდის წევრი, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე და მიუთითეთ სასურველი ლოკაცია.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსის" (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა