9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PN78T7JY გამოქვეყნდა 23 სექ 85 ნახვა

სამედიცინო მრჩეველი

ფარმა სთორი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მრჩევლის პოზიციაზე, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობაა - კომპანიის მიერ წარმოდგენილი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების პროფესიონალური პრეზენტაცია, გაყიდვა და პოპულარიზაცია კოსმეტოლოგებთან, ექიმებთან და კლინიკის წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის გზით.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის პორტფელში არსებული ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების სრულყოფილი შესწავლა;
  • პროდუქტების მახასიათებლების, მოქმედების მექანიზმების და გამოყენების თავისებურებების დეტალური ცოდნა;
  • კოსმეტოლოგებთან, ექიმებთან და კლინიკის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • პროდუქტების პროფესიონალური პრეზენტაცია, კონსულტაციის გაწევა და საჭიროებების მიხედვით შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა, შეკვეთების მიღება, მოლაპარაკება და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • ბაზრის, კონკურენტების და კლიენტების საჭიროებების ანალიზი;
  • ტრენინგებში, პრეზენტაციებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ესთეტიკური მედიცინის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ეთიკის დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას ესთეტიკური მედიცინის სფეროში;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + შედეგებზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას;
  • პრემიუმ ხარისხის, საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • რეგულარულ ტრენინგებსა და პროფესიული ცოდნის მუდმივ ამაღლებას;
  • ფასდაკლებას კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქტებზე;
  • მეგობრულ, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში მუშაობას;
  • სტაბილურ და მზარდ კომპანიაში დასაქმებას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა