8665 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PNFK92XY გამოქვეყნდა 11 სექ 4 ნახვა

მარშე

მარშე

საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორი

მარშე გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. ბათუმი (გენერალ ასლან აბაშიძის 18).

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 მდე.

ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, დღგ-ს გარეშე თანხისა და დღგ-ს მომწოდებლისა და მიღების საწყობების მიხედვით;

** მკაცრად გააკონტროლოს პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს მთავარ ბუღალტერს;

** მკაცრად გააკონტროლოს სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში არსებული მონაცემების სრული შესაბამისობა მიმღების წარმომადგენელ და მის მიერ ასახულ ინფორმაციასთან და ხელმოწერით დაადასტუროს იგი;

** დროულად და სწორად ასახოს საწყობიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა);

** სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

** გუნდურ სამუშაო გარემოს;

** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მარშე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა