9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PNXA0NH3 გამოქვეყნდა 13 ოქტ 39 ნახვა

თიბისი

თიბისი

დისტანციური გაყიდვების მენეჯერი - სახელფასო პროექტები

თიბისი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ნოე
ფორმა · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი - სახელფასო პროექტები

ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა შენ, როგორც დისტანციური გაყიდვების მენეჯერი: - სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მოესახურები ჩვენს სახელფასო კლიენტებს, როგორც საკრედიტო, ასევე საოპერაციო მიმართულებით; - ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე მომხმარებელთან დაამყარებ კომუნიკაციას, შესთავაზებ პროდუქტს, მიაწოდებ ინფორმაციას; - აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში.

შენ გექნება შესაძლებლობა: - შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები; - მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში; - კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით; - გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში; - იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში.

ჩვენ გთავაზობთ: - დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან; - ანაზღაურებად ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე; - სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას; - დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა

კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: - შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა - ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები - ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია.

გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

ადგილი, სადაც იმუშავებ: დისტანციურად, სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C8P9_

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა