მიმტანი
"რამეკაი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ ყურადღებიანი, პასუხისმგებლობიანი და გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც სტუმართმოყვარეობა და მომსახურების მაღალი ხარისხი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა — "რამეკაის" გუნდი თქვენ გელოდებათ.
გრაფიკი: 2/2 ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე) + სამადლობელო მისამართი: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი #37
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და მომსახურება;
- შეკვეთების სწორად მიღება და დროული, ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა;
- სტუმრებისთვის მენიუს, კერძების, ინგრედიენტებისა და მომზადების წესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- მაგიდების მომზადება, მოწესრიგება და სერვისის სტანდარტების დაცვა;
- ანგარიშისა და გადახდასთან დაკავშირებული პროცესების სწორად წარმართვა;
- სტუმრების უკუკავშირისა და შესაძლო პრობლემების დროული გადაცემა მენეჯერისთვის;
- რესტორნის სისუფთავის, წესრიგისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში მონაწილეობა;
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და საერთო შედეგზე ორიენტირება.
საჭირო უნარები:
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
- გამართული კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიონალური ქცევა;
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების შესაძლებლობას;
- მუშაობას საინტერესო და მრავალფეროვან გუნდთან ერთად;
- დაზღვევას;
- თანამშრომლების კვებას;
- საღამოს საათებში ტრანსპორტირებას;
- თანამშრომლის სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის ობიექტებზე;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- 3 თვეში: 1-კვირიანი ფასიანი შვებულება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.