პროფესიონალური პროდუქციის კონსულტანტი
"ICC Georgia" პროფესიონალური საკონდიტრო და HoReCa მიმართულებით საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს და პროფესიონალურ პროდუქტებს, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებენ კონდიტერები, შეფები, საკონდიტროები, რესტორნები და სასტუმროები.
ჩვენი საქმიანობა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვა არ არის.
ჩვენ ვქმნით პროფესიულ გარემოს, სადაც ერთმანეთს ხვდება პროდუქტი, ცოდნა და გამოცდილება — ვატარებთ ტრენინგებსა და პროფესიულ მასტერკლასებს და საქართველოში ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის შეფ-კონდიტერებს.
"ICC Georgia"-ს გუნდს ახალი წევრი სჭირდება — პროფესიონალური პროდუქციის კონსულტანტი.
ჩვენთან კონსულტანტი უბრალოდ პროდუქტს არ ყიდის.
ჩვენი მომხმარებლები არიან კონდიტერები, შეფები, ბარისტები, რესტორნები, სასტუმროები, საკონდიტროები და ადამიანები, რომლებსაც ხარისხიანი პროდუქტი აინტერესებთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მაღაზიიდან მხოლოდ პროდუქტით კი არა, სწორი არჩევანითაც წავიდეს.
რას გააკეთებ ჩვენთან?
შენი ყოველდღიური სამუშაო იქნება:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მისი საჭიროების გარკვევა; ** პროფესიონალური საკონდიტრო და HoReCa პროდუქციის შეთავაზება; ** სხვადასხვა პროდუქტს შორის განსხვავებების ახსნა; ** მომხმარებლისთვის სწორი ალტერნატივის მოძებნა; ** ახალი პროდუქციის მუდმივად გაცნობა და სწავლა; ** შეკვეთების მიღება და გაყიდვის პროცესის მართვა; ** სალარო ოპერაციების შესრულება; ** მაღაზიაში პროდუქციის სწორად განთავსება და პროდუქციაზე ზრუნვა. (ვადების კონტროლი, სისუფთავის შენარჩუნება, სტიკერების დაკვრა, პროდუქციის აწონვა.);
ვის ვეძებთ?
ადამიანს, რომელიც:
** კარგად და თავისუფლად ურთიერთობს ადამიანებთან; ** არ ელოდება, როდის მიმართავს მომხმარებელი და თავად შეუძლია კომუნიკაციის დაწყება; ** აინტერესებს გასტრონომია, საკონდიტრო სფერო, კულინარია ან HoReCa; ** შეუძლია ბევრი ახალი ინფორმაციის სწავლა და დამახსოვრება; ** პასუხისმგებლობით ეკიდება დეტალებს; ** მოწესრიგებულია და უყვარს ორგანიზებული სამუშაო გარემო; ** საუბრობს ინგლისურ ენაზე. ** გაყიდვას აღიქვამს არა როგორც პროდუქტის "შეთავაზებას", არამედ როგორც მომხმარებლისთვის სწორი გადაწყვეტილების პოვნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
საკონდიტრო სფეროში გამოცდილება დიდი უპირატესობაა, თუმცა აუცილებელი არ არის.
თუ სფერო ნამდვილად გაინტერესებს და სწავლის სურვილი გაქვს, პროდუქტებსა და ბრენდებს ჩვენ გასწავლით.
რას ისწავლი ICC Georgia-ში?
ეს არ არის პოზიცია, სადაც პირველ დღეს მოგცემთ ფასების სიას და გეტყვით — "დაიწყე გაყიდვა".
ჩვენთან ეტაპობრივად გაეცნობი პროფესიონალურ პროდუქტებს, მათ გამოყენებას, განსხვავებებსა და დანიშნულებას.
იმუშავებ საერთაშორისო პროფესიონალურ ბრენდებთან და დროთა განმავლობაში შეძლებ მომხმარებელს უკვე არა უბრალოდ როგორც გამყიდველი, არამედ პროდუქტის მცოდნე კონსულტანტი დაეხმარო.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნები, თუ:
** გაქვს გამოცდილება საკონდიტროში, საცხობში, კაფეში, რესტორანში, HoReCa-ში ან სპეციალიზებულ მაღაზიაში; ** ან გამოცდილება ჯერ არ გაქვს, მაგრამ საკონდიტრო/გასტრონომიული სფერო რეალურად გაინტერესებს და გინდა პროფესიულად განვითარდე.
და ერთი პატარა თხოვნა
არ გვინდა მხოლოდ ფორმალურად გამოგზავნილი CV. CV-სთან ერთად მოგვწერე რამდენიმე წინადადება:
** რატომ დაგაინტერესა ICC Georgia-მ და რატომ ფიქრობ, რომ კარგი კონსულტანტი იქნები? ** ჩვენთვის ეს რამდენიმე წინადადება ხშირად უფრო მეტს ამბობს ადამიანზე, ვიდრე იდეალურად შედგენილი CV.
სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმება: სრული განაკვეთი 5 სამუშაო დღე/2 დასვენების დღე ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1500 ლარი + ბონუსი
CV და მოკლე ტექსტი გამოგვიგზავნე: management@iccgeorgia.ge. გთხოვთ, ელფოსტის Subject-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "კონსულტანტი".