8127 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PPX47QY6 გამოქვეყნდა 26 აგვ 5 ნახვა

ვიდეო-მემონტაჟე / სტაჟირება

WATSON Georgia via hr.ge
თბილისი სტაჟირება მედია / გამომცემლობა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

Watson იწყებს 3 თვიან, სტაჟირების პროგრამას ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე. გეძლევა შესაძლებლობა იმუშაო კრეატიულ გუნდთან, რეალურ პროექტებზე და განივითარო თავი მედია სამყაროში.

Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge

რას გთავაზობთ: - პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე; - სწავლა პროფესიონალებისგან; - მეგობრული და ინოვაციური გარემო; - გუნდში დარჩენის რეალური შანსი.

ძირითადი მოვალეობები: - ვიდეომასალის დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად; - აუდიო-ვიდეო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება; - სპეციალური ეფექტების და გრაფიკული ელემენტების დამატება; - ფერების კორექცია და ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება;სხვადასხვა პლატფორმისთვის შესაბამისი ვიდეოფორმატების მომზადება; - პროექტის ვადებში დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მონტაჟის საბაზისო ცოდნა (Adobe Premiere, After-effects და სხვა); - ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა; - დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება. - აუცილებელია ქართულლი და ინგლისური ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - პასუხისმგებლიანობა და კრეატიულობა.

ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.

გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე: მეილი: info@watson.ge ტელ: +995597054199

დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
WATSON Georgia
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა