8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PQGMRMWK გამოქვეყნდა 30 სექ 3 ნახვა

Horizont Hotel Tbilisi

Horizont Hotel Tbilisi

მიმღების ადმინისტრატორი

Horizont Hotel Tbilisi გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 27 ოქტ

სასტუმრო ჰორიზონტი აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა სასტუმროს სტუმრებთან - სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება-განთავსება - სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;

ძირითადი მოთხოვნები: - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); - აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ფლობა. სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად; - საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები: - მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა - პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი № 3 ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული სამუშაო გრაფიკი: ორი დღე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, მომდევნო ორი ღამე 21:00 საათიდან 09:00 საათამდე, მომდევნო 4 დღე დასვენება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მიმღების ადმინისტრატორი" კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.

აპლიკანტის ინფორმირება მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს “ითანი”-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს „ითანი“-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე: ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს „ითანი“ ტელ. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს „ითანი“-ს მიერ მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (ჩემთან გარიგების დასადებად) და „კ“ (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს „ითანი“-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. შპს „ითანი“-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს „დატაპრო“ ტელ. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება. შპს „ითანი“ არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს „ითანი“-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Horizont Hotel Tbilisi
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა