9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PTPWNTRM გამოქვეყნდა 8 ოქტ 32 ნახვა

მესაწყობე

თბილისი სრული განაკვეთი სხვა საწყობის თანამშრომელი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე

შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას მესაწყობის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. კავთისხევი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასაწყობე მეურნეობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად საწყობის პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • სასაწყობე საქმიანობისთვის საჭირო რესურსების (ინვენტარი, აღჭურვილობა და სხვა) საჭიროების განსაზღვრა;
  • სასაწყობე მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი;
  • მომარაგების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დროული და სწორი წარმოება;
  • საქონლის მიღება, შემოწმება, დახარისხება, დასაწყობება და გაცემა დადგენილი პროცედურებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
  • საწყობში მიღებული და გაცემული საქონლის ელექტრონული აღრიცხვის წარმოება;
  • დაზიანებული ან უვარგისი საქონლის იდენტიფიცირება და მისი ჩამოწერის პროცესში მონაწილეობა კომპანიის პროცედურების შესაბამისად;
  • ყოველი თვის ბოლოს საწყობიდან გახარჯული მასალების ჩამოწერის უზრუნველყოფა ტექნიკურ განყოფილებასთან შეთანხმებით;
  • მიღებული სასაქონლო ზედნადებების შემოწმება და დადასტურება;
  • შიდა გადაზიდვების რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე (rs.ge);
  • სასაწყობე ტერიტორიის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ხარისხის მოთხოვნების (დასაწყობების მიმართულებით) დაცვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა სასაწყობე და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასაწყობე მეურნეობის მართვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ან ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასაწყობე მეურნეობის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის ცოდნა;
  • სასაქონლო ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook);

პირადი უნარ-ჩვენები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
  • მაღალი თვითორგანიზების უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა