8908 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PTVNGX6R გამოქვეყნდა 30 სექ 11 ნახვა

HH Recruitment

HH Recruitment

ფინანსური მენეჯერი

HH Recruitment გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ოქტ

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ეძებს ფინანსურ მენეჯერს ბათუმში, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოქმედი კომპანიისთვის. პოზიცია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც შეუძლია ფინანსური პროცესების მართვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა და კომპანიის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება.

ძირითადი პასუხისმგებლობები - ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი — ფინანსური პროცესების ორგანიზება და მათი ეფექტიანობის მონიტორინგი; - ბიუჯეტირების სრული ციკლის მართვა — ბიუჯეტის მომზადება, შესრულების კონტროლი და გეგმა/ფაქტის ანალიზი; - ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგება — ხელმძღვანელობისთვის ზუსტი და დროული ანგარიშების მომზადება; - ფულადი ნაკადების მართვა — Cash Flow-ს დაგეგმვა, პროგნოზირება და ლიკვიდობის კონტროლი; - ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობა — აღრიცხვის სისწორის კონტროლი და შესაბამისი პროცესების კოორდინაცია; - ფინანსური რისკების მართვა — რისკების დროული იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით; - მინიმუმ 2–3 წლის შესაბამისი გამოცდილება ფინანსური მენეჯერის, რეპორტინგის მენეჯერის ან ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე; - ინდუსტრიული გამოცდილება — უპირატესობად ჩაითვლება სტუმარ-მასპინძლობის, HoReCa-ს ან საბანკო/საფინანსო სექტორში მუშაობა; - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და IFRS-ის ცოდნა; - ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების პრაქტიკული გამოცდილება; - MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარები - ლიდერული მიდგომა და სტრატეგიული აზროვნება; - ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; - ეფექტიანი კომუნიკაცია და კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:30

დაინტერესების შემთხვევაში, დააჭირეთ ღილაკს „მარტივი გამოხმაურება“ და გამოგვიგზავნეთ თქვენი პროფესიული რეზიუმე.

კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება პროფესიული კრიტერიუმების, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დაცვით. აპლიკაციაში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
HH Recruitment
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა