7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PV4FKFR5 გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ბიზნეს სესხის ოფიცერი

ევროკრედიტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების ოფიცრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 22 ქალაქში, 29 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს. ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

სამუშაოს აღწერა: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის მოზიდვა; - პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება / ვიზიტები; - მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება; - ფინანსური უწყისების ანალიზის მომზადება; - სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; - სესხის გაცემის პროცესის მართვა; - პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა; - პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით; - საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - ბიზნეს სესხების დაკრედიტების მიმართულების სამუშაო გამოცდილება;

დამატებითი უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - ენერგიული, აქტიური; - ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; - გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dPCWgzbb

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ევროკრედიტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა