შოურუმის კონსულტანტი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში შოურუმის კონსულტანტის“- პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები: - გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე; - მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ; - ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში; - შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე; - საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას; - მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში; - შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები;
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია); - სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე); - რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია); - საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები: - კომუნიკაბელურობა; - თავაზიანობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება: ხელფასი ფიქსირებული 900 ლარი. ბონუსი 300-700 ლარი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/bugk