ბელბოი
საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, რომელიც მდებარეობს ისტორიულ შენობაში, ევროპის მოედანზე, ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ბელბოის პოზიციაზე.
პოზიცია — ბელბოი ადგილმდებარეობა — ბათუმი სამუშაო გრაფიკი — ცვლებში მუშაობა ანაზღაურება — 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს სტუმრების თბილი და პროფესიული დახვედრა;
- სტუმრების ბარგის მიღება, გადატანა და ნომრებში დროული მიწოდება;
- სტუმრების გაცილება და საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებაში დახმარება;
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
- ლობისა და ბარგის ზონის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- სტუმრების მოთხოვნებზე დროული და თავაზიანი რეაგირება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
- თავაზიანი, კომუნიკაბელური და სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა — აუცილებელი;
- სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გარემოს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.