გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PW8SZ8ZZ გამოქვეყნდა 20 ნოე 11 ნახვა

ორთოპედ-ტრავმატოლოგი

ევექსი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის, GHG (Georgian Healthcare Group), შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს — "კარავს".

კომპანიის მისიაა ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ორთოპედ-ტრავმატოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისნის პოლიკლინიკა

ძირითადი მოვალეობები

  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • შიდა პროტოკოლებისა და ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
  • პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
  • პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
  • მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
  • ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი.

ვაკანსიის მოთხოვნები

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა სერტიფიკატი/ლიცენზია შესაბამის სპეციალობებში;
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენთან შენ მიიღებ

  • ტრენინგი და განვითარება — "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომლებიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა — ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ.

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა