გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PW943T5Z გამოქვეყნდა 13 ნოე 9 ნახვა

ტენდერების მართვისა და გაყიდვების მენეჯერი

სმარტ გრუპი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

შპს "სმარტ გრუპ" წარმოადგენს გაყიდვებზე ორიენტირებულ კომპანიას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. კომპანია ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულების პროდუქციის მიწოდებაზე, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადებას და პარტნიორებისთვის ხარისხიანი, დროული და სანდო მომსახურების შეთავაზებას.

ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ტენდერული პროცესების ეფექტურად მართვა, მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება და პროექტების წარმატებით განხორციელება.

კომპანიის ზრდისა და საქმიანობის გაფართოების პარალელურად, ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება გაყიდვების პროცესში და აქტიურად იმუშავებს ტენდერებთან დაკავშირებულ მიმართულებაში.

ვაკანსია: ტენდერების მართვისა და გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სახელმწიფო და კერძო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ტენდერებში შესათავაზებელ საქონელთან დაკავშირებით საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება;
  • კომპანიის მოთხოვნების მიხედვით პოტენციური მომწოდებლების მოძიება, ბაზრის კვლევა და შეფასება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე;
  • მომწოდებელთა ბაზის განახლება და განვითარება;
  • პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • სატენდერო დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა;
  • მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები

  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • Microsoft Office - ის ცოდნა (კარგად);
  • შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
  • სახელმწიფო და/ან კერძო ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ჯურხა ნადირაძის ქ.
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00 -19:00 ან 09:00 -18:00 სთ.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებულს + გამომუშავება % გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე).

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ: "ტენდერების მართვისა და გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა